Author: | Peter Philippson, Sophia Verulashvili (translator) | ISBN: | 1230002279817 |
Publisher: | Manchester Gestalt Centre | Publication: | April 18, 2018 |
Imprint: | Language: | English |
Author: | Peter Philippson, Sophia Verulashvili (translator) |
ISBN: | 1230002279817 |
Publisher: | Manchester Gestalt Centre |
Publication: | April 18, 2018 |
Imprint: | |
Language: | English |
ჩვენი სამყარო სულ უფრო და უფრო კომპლექსური ხდება. ადამიანების უმეტესობა ორ,
ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობს. ისინი, ერთი მხრივ,
გამოცდილებებითა და სწრაფი რიტმით გაჯერებულ სამყაროში არსებობენ, ხოლო, მეორე
მხრივ - ვირტუალურ, კიბერ სამყაროში, სადაც მთავარ როლს მეილები, ტექსტური
შეტყობინებები და სოციალური მედია თამაშობს. გეშტალტ- თერაპია ყურადღებას
„გაცნობიარებაზე“ და „კონტაქტზე“ ამახვილებს, ამიტომ, ისმის კითხვა: რამდენად
შეიძლება კიბერსამყაროში კონტაქტზე და გაცნობიერებაზე ვისაუბროთ? რაში
მდგომარეობს კიბერსამყაროს ეთიკა?
კიბერსივრცის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ აქ ჩვენი „ავატარების“
შექმნა შეგვიძლია. „ავატარი“ ამ სივრცეში ჩვენი თავის გაგრძელებაა. ის, რა თქმა უნდა,
შეიძლება ჩვენი რეალური მესგან ძალიან განსხვავდებოდეს, როგორც ფიზიკურად, ასევე
ასაკით, რასით, ემოციური დამოკიდებულებებით, ოჯახური მდგომარეობითა და
გენდერითაც კი. ავატარი ჩემი ისეთი ასპექტის გამოხატულებაა, რომელსაც რეალურ
ცხოვრებაში ვერ გამოვხატავ. ის შეიძლება ერთგვარ მანიპულაციასაც წარმოადგენდეს,
კერძოდ კი მაშინ, როდესაც ადამიანები ინტერნეტ სივრცეში თინეიჯერებად ასაღებენ
თავს და ცდილობენ სხვები უხამს ურთიერთობებში ჩაითრიონ. ადამიანები „ავატარის“
საშუალებით ისეთ სასტიკ და მანიპულაციურ მხარეებს გამოხატავენ, რომელთა
გამოხატვასაც „რეალურ ცხოვრებაში“ ვერ რისკავენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს,
რომ ყოველდღიურ გარეგნულ სახესთან შედარებით „ავატარი“ მეტად ან ნაკლებად
„რეალური“ შეიძლება იყოს. ჩემი აზრით, კიბერსამყაროს ასეთი მიმღებლობა
წინამორბედი ნარცისული კულტურის არსებობით იყო განპირობებული, სადაც საკუთარ
თავზე გაიდეალებული წარმოდგენის განვითარებამ გადაწონა ყოველგვარი
ავთენტურობისა და სამყაროსთან თუ ადამიანებთან კონტაქტის მნიშვნელობა. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები მხოლოდ კიბერსამყაროს აღარ ჯერდებიან და ახლა,
რეალურ სამყაროშიც უკვე „ავატარებივით“ დაიარებიან!